ნინო ქაჯაია – მედიცინის დოქტორი, კრიტიკული მედიცინის სრული პროფესორი, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ნინო ქაჯაია ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გუნდს 2018 წელს შემოუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მისი ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატრადა არაერთი სამედიცინო აქცია, სამეცნიერო ხასიათის შეხვედრა-კონფერენცია, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სხვადასხვა დაწესებულებებთან. ქალბატონი ნინოს საქმიანობის მთავარ მიზანს, კლინიკის მთელ გუნდთან ერთად პაციენტებისათვის მაღალხარისხიანი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება წარმოადგენს.

ნინო ქაჯაიას სამედიცინო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო ქ. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, მცხეთის მრავალპროფოლიანი საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ჯეო-ჰოსპიტალსის მცხეთა-თიანეთის გაერთიანების კლინიკური დირექტორი. პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. არის 18 სამეცნიერო ნაშრომის და 245 პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი.

“ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ აჭარაში ტრადიციული ისტორიის მქონე კლინიკაა. დაწესებულება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, აქ მოღვაწეობს გამოცდილი და რეგიონში გამორჩეული სამედიცინო პერსონალი. შექმნა და შეინარჩუნო ასეთი კოლექტივი, ძალიან დიდი საქმეა. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის კლინიკის დამფუძნებელს ქალბატონ ირის ბორჩაშვილს“ – ამბობს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ქაჯაია.

კლინიკა მედინა

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” 150 საწოლზე გათვილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს სთავზობს 24 საათიან სამედიცინო მომსახურებას.