ულტრაბგერით კვლევა
ულტრაბგერითი გამოკვლევა, იგივე ექოსკოპია, რადიოლოგიის ერთ-ერთი სახეა,
რომელიც გულისხმობს ორგანოთა და რბილ ქსოვილთა გამოკვლევას ულტრაბგერითი
ტალღებით. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მთელ
მსოფლიოში, ის არაინვაზიური, სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა.
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი «მედინა» გთავაზობთ
ულტრაბგერით კვლევას — PHILIPS EPIQ 7G და»SIENENS»-ის უახლესი თაობის აპარატებით.
აპარატები აღჭურვილია 4 D გამოსახულებით. 4 D განზომილებიანი ულტრაბგერითი
გამოკვლევა ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის მეთოდია.
ჯანმრთელობის ცენტრ «მედინაში» ტარდება შემდეგი ულტრაბგერითი კვლევები:
- მუცლის ღრუს
- მცირე მენჯის
- თირკმლის არტერიის
- სშარდე გზების
- ნაღვლის ბუშტის
- ფარისებრი ჯირკვლის
- სარძევე ჯირკვლის
- პლევრის ღრუს
- წინამდებარე ჯირკვლის
- სახსრების
- ორსულობის ულტრაბგერითი გამოკვლევა, მ.შ. ადრეული ორსულობისას
- სისხლძარღვების დუპლექს სკანირება
ექოსკოპიურ კვლევებს ატარებს:
რადიოლოგი — ირინა ხომასურიძე
რადიოლოგი — ეთერ ნიკვაშილი
კარდი-ოექოსკოპია