ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო ბაზარზე 13 წელია ოპერირებს. კლინიკამ დაარსების დღიდან დაიკავა თავისი ნიშა და დღემდე რეგიონში ლიდერ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს. კლინიკაში თავმოყრილია აკადემიური ხარისხსი სამედიცინო პერსონალი. აქ დანერგილია პაციენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტი, მკურნალობის ინდივიდუალური, თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები.
No post found
კლინიკის ტექნიკური აღჭურვა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებზე, გამოკვლევები ტარდება უახლესი ევროპული და ამერიკული დანადგარებით. მუდმივად განახლებადი, მტკიცებითი მედიცინით გამყარებულ ცოდნაზე დაფუძნებული, პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისადმი ინდივიდუალური და მულტიდისციპლინარული მიდგომა სასურველი შედეგისა და წარმატების საფუძველია.
ექოსკოპიური კვლევები 4 D
გამოსახულებით
მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები
სამკურნალო დიაგნოსტიკური ენდოსკოპიური კვლევები
თუ საჭიროებთ ბინაზე სამედიცინო დახმარებას ან კლინიკაში ტრანსპორტირებას, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების სერვისით.
განყოფილებას მინიჭებული აქვს დედათა და ახალშობილთა მოვლის სუბსპეციალიზებული, ყველაზე მაღალი, III დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სუბსპეციალიზებული III დონის ნეონატალური მოვლა უზრუნველყოფს ინტენსიური/კრიტიკული ნეონატალური სერვისის მიწოდებას.
კლინიკა დაკომპლექტებულია აკადემიური ხარისხის მქონე, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. ჩვენი ექიმები წარმატებით უთავსებენ სამეცნიერო საქმიანობას საექიმო პრაქტიკას, რაც პაციენტთა მკურნალობის ინდივიდუალური, თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებით მკურნალობის საშუალებას იძლევა.
დაავადების ადრეული გამოვლენა გართულებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. ნუ დაკარგავთ დროს, ჩაიტარეთ გეგმიური დიაგნოსტიკური კვლევები და იყავით დაცული.