შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა

 

ხარისხის პოლიტიკა, მისია, ხედვა და ღირებულებები

 

ზოგადი ინფორმაცია კლინიკის შესახებ

შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“ ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა რეგიონში. ის უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ყველა სფეროში.

კლინიკის საქმიანობის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ეს უზრუნველყოფს კლინიკის ლიდერი პოზიციების განმტკიცებას სამედიცინო სექტორში და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მუდმივად ინოვაციების დანერგვას.

კლინიკა სრულად ორიენტირებულია მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნაზე. ეს გულისხმობს მათი პროფესიული განვითარების, განათლებისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობას.

კლინიკა შედგება დიაგნოსტიკური, კლინიკური და ადმინისტრაციული ერთეულებისგან: მეანობა-გინეკოლოგიის, ნეონატოლოგიის, ქირურგიის, თერაპიის, ნეირომედიცინის, კარდიოლოგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის, ER-ის, ინტენსიური თერაპიის, ანესთეზიის განყოფილებებისა და საოპერაციო ბლოკისგან. თითოეული განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

კლინიკაში ტარდება სრულყოფილი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა: კომპიუტერული ტომოგრაფია, MRT, ულტრასონოგრაფია და დოპლეროგრაფია, რენტგენოლოგია, კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული და მორფოლოგიური კვლევების სრული სპექტრი.

ამბულატორია, მიმღები და დიაგნოსტიკური განყოფილებები ორგანიზებულია სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.

კლინიკა უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებას. კლინიკაში დასაქმებულნი არიან მაღალი კვალიფიკაციის, განათლებისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები, რომელთაც გავლილი აქვთ მომზადების უმაღლესი სკოლა და არიან პროფესიონალები თავიანთ დარგში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებზე. შესაბამისად, ისინი მუდმივად ეცნობიან სიახლეებს, ჩართულნი არიან სამედიცინო საქმიანობაში და იმაღლებენ ცოდნას

 

მისია

კლინიკის მისიაა ხარისხიანი, უსაფრთხო და თანადგომით გაჯერებული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომითა და ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.

 

ხედვა

კლინიკის ხედვაა იყოს ერთ-ერთი ლიდერი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში რეგიონში, რომელიც აღიარებულია პაციენტის უსაფრთხოების, პროფესიული ცოდნისა და მომსახურების კულტურის განვითარებით.

 

ღირებულებები

  • პაციენტზე ორიენტირებულობა – ვაყენებთ პაციენტის ინტერესებს პრიორიტეტად.
  • ეთიკა და პატივისცემა – ყველა ადამიანთან ვმოქმედებთ ღირსეულად და სამართლიანად.
  • პროფესიონალიზმი – ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით.
  • განვითარება და სწავლა – ვისწრაფით უწყვეტი სწავლისა და პროგრესისკენ.
  • თანამშრომლობა – ვქმნით გუნდურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
  • პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა – ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებულებით.

 

ხარისხის პოლიტიკა

კლინიკა იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც:

ა) შეესაბამება კლინიკის მიზანსა და კონტექსტს და მხარს უჭერს სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) ქმნის სტრუქტურას ხარისხის მიზნების განსაზღვრისა და შესრულებისთვის;

გ) ითვალისწინებს რეგულაციური, სამართლებრივი და პროფესიული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას;

დ) ემყარება ხარისხის სისტემის უწყვეტ გაუმჯობესებას ყველა დონეზე.

კლინიკა მედინა

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” 150 საწოლზე გათვილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს სთავზობს 24 საათიან სამედიცინო მომსახურებას.