ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო ბაზარზე 13 წელია ოპერირებს. კლინიკამ დაარსების დღიდან დაიკავა თავისი ნიშა და  დღემდე რეგიონში ლიდერ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს.

„მედინა“ გამოირჩევა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითა და უახლესი სამედიცინო აპრატურით. კლინიკაში თავმოყრილია აკადემიური ხარისხსი სამედიცინო პერსონალი. აქ დანერგილია პაციენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტი, მკურნალობის ინდივიდუალური, თანამედროვე და ინოვაციური  მიდგომები. კლინიკა ემსახურება არა მხოლოდ აჭარის, არამედ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

150 საწოლზე გათვილი მრავალპროფილური კლინიკა პაციენტებს 24 საათის განმავლობაში სთავზობს სხვადსხვა სახის სერვისებს. კლინიკა ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში. „მედინა“ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მოსახლეობას რეგიონიდან გაუსვლელად სთავაზობს ურთულეს კარდიოქირურგიულ სერვისებს. საავადმყოფო ფლობს დედათა და ახალშობილთა მოვლის სუბსპეციალიზებულ, ყველაზე მაღალი, მესამე დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს. უმაღლეს დონეზეა განვითარებული ნეიროქირურგია. კლინიკაში არსებული თანამედროვე სისტემების საშულებით, ხორციელდება ურთულესი უროლოგიური, ასევე ზოგადი ქირურგიული და ონკოლოგიური დაავადებების ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მეთოდებით მკურნალობა.

კლინიკა წარმოადგენს ახალგაზრდა კადრების სამჭედლოს. 2019 წლის ნოემბერში „მედინას“ ბაზაზე დაფუძნდა საერთაშორის უნივერსიტეტი „ბაუ გლობალი”, რომელიც ახორციელებს ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის ამერიკული მოდელის სამედიცინო პროგრამას.

კლინიკა მედინა

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” 150 საწოლზე გათვილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს სთავზობს 24 საათიან სამედიცინო მომსახურებას.