ირის ბორჩაშვილი – ჯანმრთელობის ცენტრ მედინას დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი
ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” 2008 წლის 15 თებერვალს დაფუძნდა. კლინიკა აჭარაში ერთადერთი კერძო მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება იყო, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო უახლესლი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით. “მედინაში” სამედიცინო მომსახურება ერთდროულად 150 პაციენტს მიეწოდება.
“ჩვენ დაწესებულებაში გაერთიანებულია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და უახლესი სამედიცინო აპრატურა”.
„მედინა“ ყოველთვის იყო და არის მოწინავე და ინვატორი კლინიკა აჭარის რეგიონში. შექმნის დღიდან სამედიცინო დაწესებულება აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით. სისტემატურად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” დამკვიდრებულია პაციენტის მომსახურების მაღალი სტანდარტი, სწორედ ამის გამო ჩვენი ქვეყნის, ძირითადად დასავლეთ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპიბლიკის მოსახლეობა საკუთარ ჯანმრთელობას ჩვენს კლინიკასა და ექიმებს ანდობს.