ირის ბორჩაშვილის სახელობის კლინიკა ,,მედინა“–ს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. გერმანული საანესთეზიო და სასუნთქი აპარატებით, გაზოანალიზატორებით, კარდიომონიტორებით, ინფუზომატებით, პამპებით, სისხლის მჟავა ტუტოვანი წონასწორობის და სისხლის გაზების განმსაზღვრელით, ჰემოდიალიზის აპარატით.
ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგები რეზიდენტებთან ერთად მართავენ ინტენსიური თერაპიის პაციენტებს, ახორციელებენ პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებას. პაციენტებს დეტალურად უხსნიან რას უნდა ელოდეს ოპერაციის მსვლელობისას და ასევე შემდგომ, აძლევენ მითითებებსა და რეკომენდაციებს წინასაოპერაციო მომზადებისთვის, ითვალისწინებენ პაციენტის ფსიქოლოგიური და სომატურ მდგომარეობას.
ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა“ მიეკუთვნება III დონის პერინატოლოგიურ კლინიკას, ემსახურება ყველა სიმძიმის პაციენტს. ყოველდღიურად დეპარტამენტის შიდა კონფერენციაზე დეტალურად განიხილება და თითოეული პაციენტის ინტენსიური თერაპიის პროგრამა. ხშირად ტარდება კონსილიუმი სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.
ჩვენი პერსონალი ექიმები, ექთნები, სანიტრები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, რომლებიც ყოველდღიურად ამხნევებდნენ როგორც პაციენტებს, ასევე მათ ახლობლებს, ემოციურად, მორალურად მხარს უჭერდნენ მათ.
ანესთეზიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებას, როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულ პირობებში (გასტრო–ეზოფაგოდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, ბიოფსია, კუჭის ბოტოქსის ინექცია).
ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ ანესთეზიასთან და ოპერაციულ ჩარევასთან დაკავშირებული რისკები, რაც განაპირობებს პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას.
დეპარტამენტი ემსახურება 7 საოპერაციო დარბაზს.