ჯუმბერ უნგიაძე – ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკური დირექტორი, პერინატოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ონკოგინეკოლოგი, პლასტიკური გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ჯუმბერ უნგიაძეს პროფესიული საქმიანობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. ჯუმბერ უნგიაძე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც სათავეში ჩაუდგა ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” და დღემდე წარმატებით აგრძელებს.
ჯუმბერ უნგიაძე არის აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი მეანობა-გინეკოლოგიის დარგში. გამოგვეყბენული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი. ფლობს საავტორო უფლებას გამოგონებაზე: “თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის პროგნოზირების მეთოდი ახლშობილებში”.