კოლონოსკოპია
მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა
კვლევა ტარდება ისეთი დაავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირებისთვის, როგორებიცაა:
- წყლულის წარმოქმნა
- პოლიპები
- დივერტიკულები
- სიმსივნეები და სხვა.
ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკასთან ერთად კოლონოსკოპიის მეშვეობით ასევე ხორციელდება ბიოფსიის ჩატარება, დაზიანების მოცილება, პოლიპექტომია. პოლიპის მოცილებისთანავე შესაძლებელია მისი გამოკვლევა და დადგენა, არის თუ არა პოლიპი კიბოსწინარე.
ძირითადი სიმპტომები რომლის დროსაც სასურველია კოლონოსკოპიის ჩარაება:
- შებერილობა ან მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში
ფაღარათი - სისხლიანი, ჩირქიანი ან ლორწოს შემცველი გამონადენი უკანა ტანიდან
- ყაბზობა
- მეტეორიზმი
- ტკივილი ანუსის მიდამოში დეფეკაციის დროს ან მის გარეშე და სხვა.
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” კვლევის ჩატარება შესაძლებელია ნარკოზით და ნარკოზის გარეშე.