ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” გთავაზობთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ბინაზე გამოძახებისა და კლინიკაში ტრანსპორტირების სერვისს.
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ უახლესი და უსაფრთხო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მომსახურებით.
თუ პაციენტი საჭიროებს სტაციონარიზაციას, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა კლინიკაში მის ტრანსპორტირებას განახორციელებს უსასყიდლოდ.
ბინაზე ვიზიტისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პროფესიონალი ექიმები ადგილზე შეაფასებენ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებენ კლინიკაში ტრანსპორტირებას, შემდგომი მკურნალობისათვის.