ირის ბორჩაშვილის სახელობის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი გაიხსნა 2010 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტ ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით, რომელიც დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2016წლამდე, 2016-2020 წწ იყო კლინიკის მოწვეული პროფესორ კონსულტანტი.
2016-2020 წწ დეპარტამეტს ხელმძღვანელობდა ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი – მზია ბერიძე
2020წ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდნენ ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგები: დავით ოქროპირიძე და ნინო გრიშაშვილი.
2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე ანესთეზიოლოგიისა და რეანიმტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი შორენა ფოცხიშვილი.
ირის ბორჩაშვილის სახელობის კლინიკა ,,მედინა“–ს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. გერმანული საანესთეზიო და სასუნთქი აპარატებით, გაზოანალიზატორებით, კარდიომონიტორებით, ინფუზომატებით, პამპებით, სისხლის მჟავა ტუტოვანი წონასწორობის და სისხლის გაზების განმსაზღვრელით, ჰემოდიალიზის აპარატით.
ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგები რეზიდენტებთან ერთად მართავენ ინტენსიური თერაპიის პაციენტებს, ახორციელებენ პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებას. პაციენტებს დეტალურად უხსნიან რას უნდა ელოდეს ოპერაციის მსვლელობისას და ასევე შემდგომ, აძლევენ მითითებებსა და რეკომენდაციებს წინასაოპერაციო მომზადებისთვის, ითვალისწინებენ პაციენტის ფსიქოლოგიური და სომატურ მდგომარეობას.
ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა“ მიეკუთვნება III დონის პერინატოლოგიურ კლინიკას, ემსახურება ყველა სიმძიმის პაციენტს. ყოველდღიურად დეპარტამენტის შიდა კონფერენციაზე დეტალურად განიხილება და თითოეული პაციენტის ინტენსიური თერაპიის პროგრამა. ხშირად ტარდება კონსილიუმი სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.
ჩვენი პერსონალი ექიმები, ექთნები, სანიტრები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, რომლებიც ყოველდღიურად ამხნევებდნენ როგორც პაციენტებს, ასევე მათ ახლობლებს, ემოციურად, მორალურად მხარს უჭერდნენ მათ.
ანესთეზიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებას, როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულ პირობებში (გასტრო–ეზოფაგოდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, ბიოფსია, კუჭის ბოტოქსის ინექცია).
ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ ანესთეზიასთან და ოპერაციულ ჩარევასთან დაკავშირებული რისკები, რაც განაპირობებს პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას.
დეპარტამენტი ემსახურება 7 საოპერაციო დარბაზს.
ჩვენი ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგები ფლობენ გაუტკივარების ყველა არსებულ მეთოდს, რაც დღეს ცნობილია მსოფლიოში.
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა“ წარმოადგენს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისათვის (სპეციალობით: ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია და მეანობა–გინეკოლოგია) აფილირებულ ბაზას.
ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დეპარტამენტში სწავლებას გადიან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო–მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი სტუდენტები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტები სპეციალობით ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია.

შორენა ფოცხიშვილი – ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგები:

  • დავით ოქროპირიძე
  • ბადრი ქამადაძე
  • ანრი კოჩიევი
  • ზურაბ თავდგირიძე
  • მარიამ ხვედელიძე
  • ჯეირან დიასამიძე

რეზიდენტები:

  • შოთა ნაკაშიძე
  • გიორგი ესეფიძე
  • მზია ხიმშიაშვილი

ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის რეანიმაციის მიმართულების მთავარი ექთანი:

  • ანა ჯაიანი

რეანიმაციის ექთნები:

  • მზიური ბერიძე
  • თამილა ბოლქვაძე
  • ნათია ხიმშიაშვილი
  • მაინი სურმანიძე
  • ნატალია ქოქოლაძე
  • გულნარა ქავთარაძე
  • ნანა ცინცაძე
  • ნათია ნაკაშიძე
  • ნოდარ ცინცაძე

ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ანესთეზიის მიმართულების მთავარი ექთანი:

  • დონარ არძენაძე

ანესთეზიოლოგიის ექთნები:

  • მზია მამუჭაძე
  • დარეჯან ახალაძე
  • მანანა ჯაყელი
  • ინგა ბოლქვაძე

ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის სანიტრები:

  • ცხადაძე მედეა
  • ევგენიძე სოფო
  • ფოთელიძე მარინა
  • ასმათ შუშანიძე
  • სასწრაფო დახმარება

    თუ საჭიროებთ ბინაზე სამედიცინო დახმარებას ან კლინიკაში ტრანსპორტირებას, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების სერვისით.
    დაწვრიელბით
  • ემერჯენსი

    გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური პაციენტებს სთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას. ემერჯენსი ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში, განყოფილება აღჭურვილის უახლესი აპარატურით.
    დაწვრიელბით
  • სამუშაო საათები

    • ამბულატორიული სერვისები:
    • ორშაბათი - პარსაკევი
      10.00 - 17.00
    • შაბათი
      10.00 - 14.00
    • ემერჯენსი
      24 საათი
    • სტაციონარი
      24 საათი