ჰოლტერის მინიტორინგი

ჰოლტერის 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი – იგივე ამბულატორიული ელექტროკარდიოგრამა

ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია, რომელიც სპეციალური მოწყობილობის ჰოლტერის მონიტორის მეშვეობით, გულის რითმის უწყვეტ ჩაწერას ახორციელებს და ჩვეულებრივ, 24 საათს გრძელდება.

გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს პაციენტის გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობაში.

აღნიშნული გამოკვლევებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულის რითმის ვარიაბელობაზე დაკვირვებას პოსტინფარქტულ პაციენტებზე, ასევე არასტაბილური სტენოკარდიის მქონე და გულის უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია პოსტინფარქტულ ავადმყოფებში გართულებული რისკის განსაზღვრა, ოპტიმალური შრომისა და მოსვენების რეჟიმის რეგულირება.

ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” ფუნქციონირებს, უახლესი ტექნოლოგიის SCHILLER სისტემის ჰოლტერის მოწყობილობა.

კარდიოლოგს კომპიუტერში შეჰყავს ჰოლტერის მონიტორინგის ჩანაწერი, რომელიც გადის პროგრამულ დამუშავებას. ექიმი აანალიზებს პაციენტის დღიურის ჩანაწერს და ახდენს მიღებული შედეგების ინტერპრეტირებას. ჰოლტერის მონოტორირების დასკვნით თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.

ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” კვლევას ატარებს, კარდიოლოგი – თამაზ ჩავლეიშვილი.