კორონაროგრაფია

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გთავაზობთ კორონაროგრაფიის ჩატარებას უახლესი აპარატურით. კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატით, SIEMENS G – 1241 Artis Q.

აპარატს გააჩნია სხვადასხვა უპირატესობა. მისი მეშვეობით შესაძლლებელია როგორც კორონაროგრაფიის, ასევე პერიფერიული სისხლძარღვებისა და თავის ტვინის სისხძარღვების კვლევა 3D გამოსახულებით.

კორონაროგრაფია გულის სისხლძარღვების დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდია. ამ დროს რენტგენის სხივების დახმარებით ირკვევა გულის მკვებავი კორონარული არტერიების შევიწროების ადგილი და ხარისხი.

კორონაროგრაფის ჩატარება რეკომენდებულია მაშინ, როცა ადამიანს დასმული აქვს გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი, (სტენოკარდიული ცვლილების დროს) გადატანილი აქვს ინფარქტი ან აქვს სტენოკარდია – ინფარქტის შემდგომი, გართულებული ან იმ ტიპის, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება.

პროცედურას ატარებს გადაუდებელი და ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დიმიტრი მარგველაშვილი.