ორსულთა პატრონაჟი
ორსულთა პატრონაჟის სახელმწიფო პროგრამა
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” ორსულთა პატრონაჟის
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლოა ისარგებლოთ 8 უფასო ვიზიტით და
ჩაიტაროთ დიაგნოსტიკური კვლევები.
ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში, დარეგისტრირებული
ორსულებისათვის იფარება:
პირველი ვიზიტი – 13 კვირის ორსულობის ვადამდე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) სისხლის საერთო ანალიზი
გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა
დ)სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა
ე) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების
ქალებში
ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და
სიფილისი)
ზ)ულტრაბგერითი გამოკვლევა
მეორე ვიზიტი – ორსულობის-18-20 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) ულტრაბგერითი გამოკვლევა
მესამე ვიზიტი – ორსულობის 26 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
დ) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების
ქალებში
ე) სკრინინგი გესტაციურ დიაბეტის გამოვლენის მიზნით
მეოთხე ვიზიტი – ორსულობის 30 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მეხუთე ვიზიტი – ორსულობის 34 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მეექვსე ვიზიტი – ორსულობის 36 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
გ)ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
მეშვიდე ვიზიტი – ორსულობის 38 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მერვე ვიზიტი – ორსულობის 40 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.
ორსულთა მეთვალყურეობას ახორციელებენ ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას”
პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეან-გინეკოლოგები:
- ჯუმბერ უნგიაძე
- ნათია ზამთარაძე
- ირინა ნიკურაძე
- ხათუნა ჯორბენაძე
- ინდირა ბოლქვაძე
- ხათუნა სამნიძე
- ნათია ველიაძე
- ქეთი ფარტენაძე.