ტრედმილი
ელექტროკარდიოგრაფიული დატვირთვის ტესტი, ტრედმილი, სარბენი ბილიკი
ტრედმილი არის ინფარქტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება, ამ დროს შესაძლებელია დროულად გამოვავლინდეს მიოკარდიუმის იშემია, შეაფასდეს მისი სიმძიმე და მოხდეს დაავადების დროული პროფილაქტიკა.
ინფარქტი, გულის შეტევა მწვავე კორონარული სინდრომის ყველაზე მძიმე ფორმაა. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც იმდენად გახანგრძლივებულია დისბალანსი მიოკარდიუმისათვის სისხლის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, რომ ვითარდება გულის კუნთის შეუქცევადი ნეკროზი.
ეს პათოლოგია კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტში შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოვლინდეს. არსებობს როგორც არასტაბილური სტენოკარდიის, ისე გულის კუნთის მასიური ინფარქტის განვითარების რისკი, შესაბამისად, გულის სისხლძარღვთა დაავადების ნაადრევ გამოვლენასა და პროფილაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” ფუნქციონირებს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი SCHILLER სისტემის სტრეს ტესტის მოწყობილობა.
დატვირთვის ტესტის ჩატარება რეკომნდებულია:
- გულის იშემიური დაავადების დროულად გამოვლინებისათვის
- დიაბეტით დაავადებული უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომლებიც აპირებენ ვარჯიშს დიდი დატვირთვებით
- სპეციფიკური პროფესიის მქონე 40 წელს გადაცილებული უსიმპტომო მამაკაცებისთვის, მაგალითად, ავტობუსის მძღოლები, მფრინავები
- პაციენტები, რომლებზეც ეჭვია დატვირთვით გამოწვეული არითმიების არსებობაზე.
დატვირთვის მსვლელობისას ტარდება გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის მონიტორინგი. აღნიშნული პროცესი სპეციალისტს საშუალებას აძლევს უწყვეტად დაავაკვირდეს ელექტროკარდიოგრამის ჩანაწერს და დაადგინოს ისეთი ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, როგორიცაა st სეგმენტის დეპრესია ან დატვირთვასთან ასოცირებული რიტმისა და გამტარებლობის დარღვევები.
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” კვლევას ატარებს, კარდიოლოგი – თამაზ ჩავლეიშვილი.