ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ქირურგიული დეპარტამენტი აერთიანებს ზოგად ქირურგიულ, უროლოგიურ, ორთოპედ–ტრავმატოლოგიურ და პროქტოლოგიურ მიმართულებებს. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი – მერაბ გოგოლაძე. უროლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს უროლოგი, ქირურგი, ექსპერტი, პროფესორი – ლევან დოლიძე, ორთოპედ–ტრავმატოლოგიურ მიმართულებას ქირურგი, ტრავმატოლოგი – გიორგი ფუტკარძე, ხოლო პროქტოლოგიურ მიმართულებას პროქტოლოგი, ქირურგი – ოთარ კომახიძე.

ზოგადი ქირურგია

„მედინაში“ მუცლის ღრუსა და საყლაპავის ოპერაციული მკურნალობა ტარდება ენდოსკოპიური, ლაპარასკოპიული და ღია მეთოდით.

  • გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციები ტარდება კუჭზე და საყლაპავზე, მსხვილ ნაწლავზე, პანკრიასზე, ფარისებრ ჯირკვლზე. 

ოპერაციები ტარდება როგორც საპროთეზო მასალის გამოყენებით, ასევე პლასტიკა – საკუთარი ორგანოების გამოყენებით.

უროლოგია

უროლოგიური სამსახური ნებისმიერი ასკისა და სქესის პაციენტს სთავაზობს გამოკვლევებისა და მკურნალობის სრულ კომპლექსს. სამსახურის თანამედროვე აღჭურვილობა საშუალებას იძლევა გადაჭრილი იქნას ყველაზე რთული უროლოგიური პრობლემები, მათ შორის ისეთი პრობლემები, რომელთა მკურნალობაზე უარს აცხადებენ სხვა კლინიკები.

უროლოგის კონსულტაცია ითვალისწინებს:

  • ანამნეზის შეგროვებას
  • პაციენტის ზოგად ფიზიკურ დათვალიერებას, აუცილებლობის შეთხვევაში დამატებით გამოკვლევებს:
  • სისხლის, შარდის საერთო და ბიოქიმიურ გამოკვლევებს
  • ონკომარკერებზე, კლინიკურ-ინსტრუმენტალურს: სტანდარტული ექოსკოპია, ეხოკარდიოსკოპია
  • პროსტატის ტრანსრექტალური ექოსკოპია და პროსტატის ბიოპსია, ფიბროცისტოურეთროსკოპია და რენტგენკონტრასტული ურეთროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია და ა.შ.

მიმართვინობიდან პირველივე დღეს შესაძლებელია ჩატარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და უკვე მომდევნო ვიზიტზე დაინიშნოს მკურნალობა (თერაპიული, ქირურგიული).

ორთოპედ – ტრავმატოლოგია

„მედინას“ ორთოპედ – ტრავმატოლოგები უზრუნვეყოფენ ყველა სახის მოტეხილობის ოპერაციულ მკურნალობას, ასევე გადაუდებელი და გეგმიური ორთოპედ-ტრავმატოლოგიური ოპერაციების ჩატარებას.

ზოგადი ქირურგია

მუცლის ღრუს ოპერაციები ენდოსკოპიური, ლაპარასკოპიული და ღია მეთოდით:
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყულობანი დაავადებები
– ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ოპერაციები
– მსხვილი ნაწლავის დივერტიკულები
– ნებისმიერი თიაქარი (საზარდულის, ჭიპის, ვენტრალური და პოსტოპერაციული თიაქარი, მუცლის წინა კედლის თიაქარი).

საყლაპავის ოპერაციები ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მეთოდით:
– საყლაპავის …. დაავადებები
– საყლაპავის თიაქარი
– საყლაპავის დივერტიკულები
– კარდის ახალაზია

გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციები ონკოლოგიური დაავადებების დროს:
– კუჭის და საყლაპავის
– მსხვილი ნაწლავის
– პანკრიასის
– ფარისებრი ჯირკვლის

გეგმიური ოპერაციები ფარისებ ჯირკვალზე:
– კვანძოვანი
– ტოქსიკური
– ქრონიკული თირეოიდიტი

უროლოგია

თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა ტარდება ისეთ დაავადებებზე როგორიცაა:
– შარდკენჭოვანი დაავადება
– მამაკაცთა უნაყოფობა
– მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი
– ურეთრის სტრიქტურები, ობლიტერაციები
– ურეთრიტები და საშარდე გზების ინფექციები
– თირკმლის, შარდის ბუშტის და პროსტატის სიმსივნეები
– თირკმლის ჭვალი
– წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
– ცისტიტები
– შარდის შეკავება
– შარდის შეუკავებლობა
– ქალის სასქესო ორგანოების პროლაფსი
– ერექციული დისფუნქციები(იმპოტენცია) და ეაკულატორული დარღვევები
– ვარიკოცელე და ჰიდროცელე და ა.შ.

ორთოპედ-ტრავმატოლოგია

– ყველა სახის მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობა

გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები, კერძოდ:
– მენჯ-ბარძაყის
– მუხლის
– კოჭ-წვივის
– მხრის
– იდაყვის
– სახსრების ენდოპროთეზირება და სხვა სახის ორთოპედიული ოპერაციები.

  • სასწრაფო დახმარება

    თუ საჭიროებთ ბინაზე სამედიცინო დახმარებას ან კლინიკაში ტრანსპორტირებას, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების სერვისით.
    დაწვრიელბით
  • ემერჯენსი

    გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური პაციენტებს სთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას. ემერჯენსი ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში, განყოფილება აღჭურვილის უახლესი აპარატურით.
    დაწვრიელბით
  • სამუშაო საათები

    • ამბულატორიული სერვისები:
    • ორშაბათი - პარსაკევი
      10.00 - 17.00
    • შაბათი
      10.00 - 14.00
    • ემერჯენსი
      24 საათი
    • სტაციონარი
      24 საათი