ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” გთავაზობთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ბინაზე
ამოძახებისა და კლინიკაში ტრანსპორტირების სერვისს.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ უახლესი და უსაფრთხო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მომსახურებით.

თუ პაციენტი საჭიროებს სტაციონარიზაციას, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა კლინიკაში მის ტრანსპორტირებას განახორციელებს უსასყიდლოდ.

ბინაზე ვიზიტისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პროფესიონალი ექიმები ადგილზე შეაფასებენ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებენ კლინიკაში ტრანსპორტირებას, შემდგომი
მკურნალობისათვის.

აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიზნით დარეკეთ ნომერზე:
0422 22 22 20
557 44 44 00

  • ლაბორატორიული კვლევები ბინაზე გამოძახებით

    მედინა

    დაზოგეთ დრო და ენერგია, ჩაიტარეთ ლაბორატორიული კვლევები სახლიდან გაუსვლელად.
    ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" კლინიკური გამოკვლევების ყველა მიმართულებაში გამოყენებულია სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი ბრნდების უახლესი ტექნოლოგიები:

    • Roche
    • Sysmex
    • Stago
    • Siemens და სხვა.

    გამოკვლევების სანდოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს შიდა და გარე ხარისხის კონტროლის უწყვეტი სისტემა. ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით. კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები ჩატრება შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში.

  • ბინაზე გამოძახების სერვისი ოსრულებისთვის

    ხარ ორსული?
    გესაჭიროება ექიმის ან პირადი მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია?
    ლაბორატორიული კვლევები?
    ექოსკოპიური გამოკვლევა?
    ან დაგეწყოთ სამშობიარო ტკივილები და საჭიროა კლინიკაში უსაფრთხო ტრანსპორტირება?
    მაშინ ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ სპეციალისტები გეწვევიან ბინაზე და ადგილზე გაგიწევენ საჭირო მომსახურებას. ხოლო კლინიკაში თქვენს ტრანსპორტირებას უზრუნვეყოფენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გადამზადებული სპეციალიტები ახალი, უსაფრთხო ტრანსპოტით. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას, იყავით დაცულ გარემოში, ჩვენ უმოკლეს დროში და მაღალი პროფესიონალიზმით აღმოგიჩენთ თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას საჭირო დახმარებას.

  • ინტრავენური ინფუზია ( გადასხმა ) ბინაზე გამოძახებით

    თუ ვერ ახრეხებთ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტს ან უმოკლეს დროში გესაჭიროებათ აღნიშნული მომსახურების მიღება, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინა" გთავაზობთ  ინტრავენურ   ინფუზიას  ბინაზე
    გამოძახებით.
    გადასხმა კეთდება ექიმის რეკომენდაციით:
    საკვების მიერი ინტოქსიკაციის
    ვირუსული ინფექციების
    ორგანიზმის მიერ სითხის კარგვის (დიარეა, ღებინება)
    ალკოჰოლური ინტოქსიკაციის
    ექიმის დანიშნულებით სხვა შემთხვევებში.
    ინფრავენური ინფუზია აღადგენს სისხლში წყალ ელექტროლიტური ბალანსს და
    ზრდის ორგანიზმის იმუნურ აქტივობას.
    ნუ გაიხანგღძლივებთ დისკომფორტს, დაეხმარეთ თქვენს ორგანიზმს მარტივად
    დასძლიოს პრობლემები.