დისტანციური ლითოტრიპსია

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა” გთავაზობთ თირკმელში კენჭის დაშლას ექსტრაკორპორალური დარტყმითი – ტალღოვანი ლითოტრიფსიით.

შარდკენჭოვანი დაავადების დროს ლითოტრიფსია დარტყმითი ტალღების ზემოქმედებით ქვების დაშლას უზრუნველყოფს. პროცედურა არის არაინვაზიური, ნაკლებტრავმული და მაღალეფექტური.

„მედინას“ ბაზაზე უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს ექსტრაკორპორალური ლითოტრიფსიის ცენტრი, აღჭურვილი ბოლო თაობის ლითოტრიფტორით, რომელიც ელექტრომაგნიტური გზით გამოიმუშავებს დარტყმით ტალღოვან იმპულსებს.

ლითოტრიფსიის განყოფილებას ხელმძღვანელობს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ჯემალ ქიქავა.

ვიდეო