უროლოგია

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” უროლოგიური სამსახური გთავაზობთ გამოკვლევებისა და მკურნალობის სრულ კომპლექსს ნებისმიერი ასკისა და სქესის პაციენტებში.

უროლოგიური სამსახურის მრავალპროფილური ფორმატი და თანამედროვე აღჭურვილობა საშუალებას იძლევა გადაჭრილი იქნას ყველაზე რთული უროლოგიური პრობლემები, მათ შორის ისეთი პრობლემები, რომელთა მკურნალობაზე უარს აცხადებენ სხვა კლინიკები.

პაციენტების მიღება-კონსულტაციებს ახორციელებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი, საქართველოს ჯანდაცვის და ევროპის კლინიკების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

უროლოგის კონსულტაცია ითვალისწინებს:

  • ანამნეზის შეგროვებას

პაციენტის ზოგად ფიზიკურ დათვალიერებას, აუცილებლობის შეთხვევაში დამატებით გამოკვლევებს:

  • სისხლის, შარდის საერთო და ბიოქიმიურ გამოკვლევებს ონკომარკერებზე, კლინიკურ-ინსტრუმენტალურს: სტანდარტული ექოსკოპია, ეხოკარდიოსკოპია
  • პროსტატის ტრანსრექტალური ექოსკოპია და პროსტატის ბიოპსია, ფიბროცისტოურეთროსკოპია და რენტგენკონტრასტული ურეთროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია და ა.შ.

უროლოგიური ცენტრის სრულფასოვანი აღჭურვილობა, კვალიფიციური სპეციალისტები საშუალებას იძლევა პაციენტებისთვის მიიღოს დროული და მაღალკვალიფიციური დახმარება კომფორტულ პირობებში.

მიმართვინობიდან პირველივე დღეს შესაძლებელია ჩატარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და უკვე მომდევნო ვიზიტზე დაინიშნოს მკურნალობა (თერაპიული, ქირურგიული) ისეთ დაავადებებზე როგორიცაა:

  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • მამაკაცთა უნაყოფობა
  • მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი
  • ურეთრის სტრიქტურები, ობლიტერაციები
  • ურეთრიტები და საშარდე გზების ინფექციები
  • თირკმლის, შარდის ბუშტის და პროსტატის სიმსივნეები
  • თირკმლის ჭვალი
  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
  • ცისტიტები
  • შარდის შეკავება
  • შარდის შეუკავებლობა
  • ქალის სასქესო ორგანოების პროლაფსი
  • ერექციული დისფუნქციები(იმპოტენცია) და ეაკულატორული დარღვევები
  • ვარიკოცელე და ჰიდროცელე და ა.შ.

ვიდეო

ვიდეო