კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია პირველი იყო აჭარის რეგიონში და დღესაც ერთ-ერთი წამყვანი სადიაგნოსტიკო ცენტრია საქართველოში. ლაბორატორია 12 წლიან ისტორიას ითვლის. გასული ორი წლის განმავლობაში განხორციელდა ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ჰემოსტაზის ანალიზატორების განახლება, გაუმჯობესებული მოდულებით.

ლაბორატორიაში კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები ტარდება უახლესი ანალიზატორებით.

“მედინაში” შესაძლებელია შემდეგი კვლევების ჩატარება:

  • ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
  • შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა
  • სასქესო ჰორმონები
  • ონკომარკერები
  • ჰემატოლოგიური და იმუნოჰემატოლოგიური გამოკვლევები
  • შარდის გამოკვლევა
  • ჰემოსტაზის სისტემის პარამეტრების გამოკვლევა
  • ღვიძლის ფუნქციის სინჯები
  • თირკმლის ქუნქციის სინჯები
  • რევმატიული სინჯები
  • სისხლის გაზები, ელექტროლიტები და მიკროელემენტები
  • ინფექციები

გამოკვლევების სანდოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს შიდა და გარე ხარისხის კონტროლის უწყვეტი სისტემა.

ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით.

კლინიკური გამოკვლევების ყველა მიმართულებაში გამოყენებულია სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი მსოფლიო წამყვანი ბრნდების უახლესი ტექნოლოგიები:

  • Roche
  • Sysmex
  • Stago
  • Siemens და სხვა.

“მედინაში” კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები ტარდება 24 საათის განმავლობაში.

ვიდეო