ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” გთავაზობთ გულის ექოსკოპიურ კვლევას უახლესი, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატის მეშვეობით – PHILIPS EPIQ 7G.

უპირატესობები:
– მაღალი ხარისხის გამოსახულება
– უზრუნველყოფს გამოკვლევის სიზუსტეს

აპარატის მშევებით კვლევა ტარდება როგორც ზრდასრულ პაციენტებში, ასევე ბავშვებში.

ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის მაღალინფორმატიულ, უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდს.

ექოკარდიოგრაფია რეკომენდებულია, თუ პაციენტს აღენიშნება:
– ადვილად დაღლა
– ჰაერის უკამრისობა
– ქოშინი
– ტკივილი გულ-მკერდის არეში
– გულის ფრიალი
– აჩქარებული გულისცემა
– ჩატარებული აქვს გულზე ოპერაცია
– სტენტირება.

კვლევას ატარებს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” გადაუდებელი და ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტის კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი – ეკატერინე ხუცურაული.