სამშობიარო ბლოკი
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” მშობიარობა ტარდება ინდივიდუალურ ბლოკ-პალატებში, რომლებიც აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რომლებიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს ( შეკიდული კედელი, სპეციალური ბურთი, ხალიჩა და სხვა), მშობიარობის პროცესში ქალს ემსახურება ბებია ქალი, მეანი. ასევე ორულს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვს ისარგებლოს მშობიარობის გაუტკივარებით.
მშობიარობის პროცესის გართულებების შემთხვევაში არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ პაციენტს გაეწიოს კვალიფიციური დახმარება.
ასევე განყოფილებას აქვს დიდი გამოცდილება ისეთი პათოლოგიების მართვაში როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, პლაცენტის სხვადსხვა ხარისხის წინმდებარეობა, პლაცენტის ინვაზია საშვილოსნოს კედელში და მის მიღმა.