ახალშობილთა ინტენსიური თერაპია
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას” ახალშობილთა ინტენსიური თერაპია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით და აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ახალშობილთა მცირე პათოლოგიების და ღრმა დღენაკლული ახალშობილების მართვისა.
“მედინას” დედათა და ახალშობილთა მოვლის სუბსპეციალიზებული, ყველაზე მაღალი, მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვს მინიჭებული.
დოკუმენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაიცა.
სუბსპეციალიზებული (III) დონის ნეონატალური მოვლა უზრუნველყოფს ინტენსიური/კრიტიკული ნეონატალური სერვისის მიწოდებას. ამ დონეზე ხორციელდება ყველა იმ ახალშობილის სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ესაჭიროება ინტენსიური/კრიტიკული მოვლა, ან აქვს ძალზე მცირე მასა (<1500 გ)
და/ან დაბალი გესტაციური ასაკი (<34 კვირა).