კოლონოსკოპია  

მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა

კვლევა ტარდება ისეთი დაავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირებისთვის, როგორებიცაა:

  • წყლულის წარმოქმნა
  • პოლიპები
  • დივერტიკულები
  • სიმსივნეები და სხვა.

ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკასთან ერთად კოლონოსკოპიის მეშვეობით ასევე ხორციელდება ბიოფსიის ჩატარება, დაზიანების მოცილება, პოლიპექტომია. პოლიპის მოცილებისთანავე შესაძლებელია მისი გამოკვლევა და დადგენა, არის თუ არა პოლიპი კიბოსწინარე.

 ძირითადი სიმპტომები რომლის დროსაც სასურველია კოლონოსკოპიის ჩარაება:

  •  შებერილობა ან მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში
     ფაღარათი
  •  სისხლიანი, ჩირქიანი ან ლორწოს შემცველი გამონადენი უკანა ტანიდან
  •  ყაბზობა
  •  მეტეორიზმი
  •  ტკივილი ანუსის მიდამოში დეფეკაციის დროს ან მის გარეშე და სხვა.

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრმედინაშიკვლევის ჩატარება შესაძლებელია ნარკოზით და ნარკოზის გარეშე.

უახლესი ენდოსკოპიური აპარატი 

ჩაიტარეთ ენდოსკოპიური კვლევები – FUJIFILM-ის მაღალტექნოლოგიური ახალი თაობის ELUXIO 7000- ის ენდოსკოპიური სისტემით, 760 სერიის ვიდეო გასტროსკოპითა და ვიდეო კოლონოსკოპის საშუალებით.

აპარატის მეშვეობით ტარდება:

  • გატროსკოპია
  • კოლონოსკოპია
  • კუჭნაწლავის ტრაქტიდან:
  • პოლიპის ამოკვეთა
  • ვარიკოზული ვენების ლიგირება
  • უცხო სხეულის ამოღება

უპირატესობები:
სისტემაში გამოყენებულია ახალი ტექნოლოგია – 4 LEDs Lihgt, რომელიც ფარავს 4 სპექტრს და გააჩნია ფარების რეგულირების BLI, LCI და FICE რეჟიმები.

განათების ამ რეჟიმების, საუკეთესო გამოსახულების მაღალი გარჩევადობის ბოლო თაობის ვიდეო პროცესორისა და მაღალი ოპტიკური გადიდების სკოპების გამოყენება საშუალებას აძლევს ექიმს, ნაადრევად, საწყის ეტაპზე აღმოაჩინოს ადამიანის ქსოვილში ნებისმიერი, სიმსივნური ან სხვა წარმონაქმნი და შესაბამისად დროულად დაიწყოს მკურნალობა.

პაციენტისთვის მნიშვნელოვანია პროცედურა იყოს
უმტკინვეულო და მინიმალური ხანგრძლივობის, სწორედ ამიტომ, FUJIFILM-ის ახალი თაობის სკოპები არის მაქსიმალურად პატარა დიამეტრის, მათ აქვს დამატებითი არხები წყლის ირიგაციისა და გამორეცხვისთვის, რაც პროცედურის უფრო სწრაფად ჩატარების საშუალებას იძლევა, ვიდრე მათ შორის FUJIFILM-ის წინა თაობის და ასევე სხვა ბრენდების სკოპები, რომლებიც დღეს საქართველოს
სამედიცინო სექტორშია წარმოდგენილი.

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრმედინაშიაღნიშნული აპარატით ენდოსკოპიურ კვლევებს ატარებს ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი,ომარ სურმანიძე.

ბრონქოსკოპია 

სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება.

ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების კვლევის ერთერთი ინსტრუმენტული, ენდოსკოპიური მეთოდია.

ბრონქოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია ბრონქოგენური წარმონაქმნის აღმოჩენა, ბიოფსია და ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დადგენა, ასევე ქრონიკული ანთებითი ენდობრონქული დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ბრონქოსანაცია.

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრმედინაშიბრონქოსკოპიას ატარებს ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი, ომარ სურმანიძე.