კომპიუტერული ტომოგრაფია

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება SIEMENS Somatom Perspective უახლესი აპარატის მეშვეობით.

თანამედროვე, 128 შრიანი მოდელი აუმჯობესებს ვიზუალიზაციას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც უმნიშვნელოვანესია ზუსტი დიაგნოსტირებისათვის.

SIEMENS Somatom Perspective- ის მეშვეობით ტარდება:
 თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია
 კისრის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
 წელის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
 გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია
 მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია
 მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია
 თავის ტვინის ანგიოგრაფია
 გულ-მკერდის ანგიოგრაფია
 მუცლის ღრუს ანგიოგრაფია

ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” კვლევას ატარებს, დედაქალაქიდან მოწვეული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-რადიოლოგი, ხათუნა ნარეკლიშვილი.

მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია 

 დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრმედინაში მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია ტარდება SIEMENS, I – class, MAGNETOM Avanto, Tim (32×8) ახალი თაობის აპარატით, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე.

აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით და კვლევის უახლესი რეჟიმებით. გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და უსწრაფესი ვიზუალიზაციით.

აპარატის მეშვეობით ტარდება:
 თავის ტვინის მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია
– თავის ტვინის ანგიოგრაფია
 კისრის მალების მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია
 წელის მალების მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია
 გულმკერდის მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია
–  მცირე მენჯის მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია.


ჯანმრთელობის ცენტრმედინაშიკვლევას ატარებს, დედაქალაქიდან მოწვეული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-რადიოლოგი, ხათუნა ნარეკლიშვილი.