კორონაროგრაფია 3D გამოსახულებით
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გადაუდებელი და ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტი გთავაზობთ კორონაროგრაფიის ჩატარებას უახლესი აპარატურით. კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატით, SIEMENS G – 1241 Artis Q.
აპარატს გააჩნია სხვადასხვა უპირატესობა. მისი მეშვეობით შესაძლლებელია როგორც კორონაროგრაფიის, ასევე პერიფერიული სისხლძარღვებისა და თავის ტვინის სისხძარღვების კვლევა 3D გამოსახულებით.
კორონაროგრაფია გულის სისხლძარღვების დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდია. ამ დროს რენტგენის სხივების დახმარებით ირკვევა გულის მკვებავი კორონარული არტერიების შევიწროების ადგილი და ხარისხი.
კორონაროგრაფის ჩატარება რეკომენდებულია მაშინ, როცა ადამიანს დასმული აქვს გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი, (სტენოკარდიული ცვლილების დროს) გადატანილი აქვს ინფარქტი ან აქვს სტენოკარდია – ინფარქტის შემდგომი, გართულებული ან იმ ტიპის, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება.
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” აღნიშნულ პროცედურას ატარებს გადაუდებელი და ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი მარგველაშვილი.
დიმიტრი მარგველაშვილს პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში საქმიანობდა უცხოეთის სხვადასხვა კლინიკაში. ჩატარებული აქვს კორონაროგრაფის 20 000-მდე პროცედურა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
577 78 36 36
0422 25 85 13