კუჭის ბალონირება – ახალი სერვისი

კუჭის ბალონირება – წონის კორექციის არაოპერაციული და ეფექტური მეთოდი

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” დაემატა ახალი სერვისი კუჭის ბალონირება – ჭარბწონიანობის მკურნალობა არაქირურგიული მეთოდით.

ენდოსკოპიური გზით სპეციალური ბალონი კუჭში 6 თვით ან 1 წლიანი ვადით თავსდება. ბალონი ნაწილობრივ ავსებს კუჭის მოცულობას, რის გამოც შიმშილის შეგრძნება ქვეითდება. წონის კლების სხვა მეთოდებთნ შედარებით ბალონირების მთავარი უპირატესობაა ის, რომ პროცედურა ტარდება ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, პაციენტს ფაქტობრივად არ სჭირდება რაციონის კონტროლი, რადგან ზედმეტი ულუფის მიღების სურვილი თავისთავად ქრება.

ბალონირების უპირატესობებია: ნაკლები ტრავმა; მინიმალური გართულების რისკი, ნაკლები გვერდითი მოვლენები; კუჭის როგორც ორგანოს ფუნქციების შენარჩუნება; პაციენტი არ საჭიროებს რეაბილიტაციას და იმავე, ან მეორე დღეს ეწერება ბინაზე.

კუჭის ბალონირების პროცედურას ატარებს ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი – ომარ სურმანიძე.
ჩაწერისათვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:
0422 25 85 13

ან გვეწვიეთ მისამართზე, ირის ბორჩაშვილი ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237