უფასო სამედიცინო აქცია

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ექიმებმა უფასო კონსულტაცია და კვლევები ჩაატარეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის სამედიცინო ამბულატორიაში.

მოქალაქეებს შესაძებლობა ჰქონდათ მიიღოთ შემდეგი სპეციალისტების მომსახურება: უროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევები.

უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიმართა.