კუჭის ბოტოქსი
კუჭის ბოტოქსი – ჭარბწონიანობის მკურნალობის ახალი მეთოდი
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს #ჭარბწონიანობის მკურნალობა ახალი მეთოდით. კუჭის ბოტოქსის პროცედურა 47 წლის პაციენტს ჩაუტარდა, რომლის წონა130 კგ-ს შეადგენდა.
მანიპულაცია ტარდება ენდოსკოპიურად, FUJIFILM-ის მაღალტექნოლოგიური, უახლესი თაობის ELUXIO 7000- ის, 760 სერიის ვიდეო გასტროსკოპის საშუალებით, რა დროსაც ხდება ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსი) ინექციის შეყვანა კუჭის კუნთოვან შრეში.
პროცედურა მიმდინარეობს 15-20 წუთის განმავლობაში. პაციენტი მანიპულაციის დასრულებისთანავე ეწერება ბინაზე.
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” კუჭში ბოტოქსის ინექციას ატარებს ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი – ომარ სურმანიძე.
ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად ან დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
- 577107180
- 0422 25 85 13