თურქეთის წამყვანი ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია
თურქეთის წამყვანი ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”.
მესუთ საბრი ტეზერი – Mesut Sabri TEZER
ოტოლარინგოლოგი, თავის, კისრის, პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი – ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” კონსულტაციებს ჩაატარებს ყოველ:
ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს
კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე: 0422 25 85 13
კონსულტაციის ღირებულება: 80 ლარი
ბატონი მესუთი პაციენტების მიღებას გამართავს ქართველ კოლეგებთან ერთად.
მესუთ საბრი ტეზერი აჭარაში საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფება. მას სამედიცინო განათლება და პრაქტიკული საექიმო გამოცდილება მიღებული აქვს თურქეთის, ამერიკისა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში. არის სტამბოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წამყვანი ოტალარინგოლოგი. ის თურქეთის 5 წამყვან სპეციალისტს შორის ერთ-ერთია.
ბატონ მესუდს აქვს 25 წლიანი საექიმო გამოცდილება და ჩატარებული აქვს ათი ათასობით ქირურგიული ოპერაცია.
არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული სახის პლასტიკური ქირურგი.
კონსულტაციის მისაღებათ ეწვიეთ ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას”, მისამართი:
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237