სიახლე „მედინაში“ – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ კონსულტაცია და მიიღოთ მაღალი ხარისხის პლასტიკურ-ქირურგიული მომსახურება საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგისგან – ექიმ ალექსანდრე (საშა) კალანტაროვისგან.

31 იანვარი – ოპერაციის დღე
1 თებერვალი – უფასო კონსულტაციის დღე

Dr. კალანტაროვი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქირურგია, რომელიც წარმატებით ასრულებს როგორც ესთეტიკურ, ისე რეკონსტრუქციულ ოპერაციებს. მისი მთავარი პრიორიტია – პაციენტის უსაფრთხოება, ინდივიდუალური მიდგომა და ბუნებრივი შედეგი.

პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია ემსახურება არა მხოლოდ გარეგნობის გაუმჯობესებას, არამედ სხეულის ფუნქციის, ცხოვრების ხარისხისა და თავდაჯერებულობის აღდგენას – ტრავმის, თანდაყოლილი თავისებურებების, მშობიარობისა თუ წონის კლების შემდეგ.

მომსახურებები:
🔹 ცხვირის პლასტიკა
🔹 ქუთუთოების პლასტიკა
🔹 ყურის ნიჟარების პლასტიკა
🔹 მკერდის ფორმის კორექცია
🔹 მუცლის პლასტიკა
🔹 სხეულის ფორმების აღდგენა მშობიარობისა და წონის კლების შემდეგ
🔹 ინტიმური პლასტიკა
🔹 ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების ფორმის კორექცია
🔹 დუნდულების პლასტიკა
🔹 სახის პლასტიკა.

პროფესიონალიზმი, თანამედროვე მიდგომები და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება – „მედინა“ ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და თავდაჯერებულობაზე.