უფასო სადიაგნოსტიკო აქცია უშვილო წყვილებისათვის
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი – GGRC აგრძელებს რეგიონალურ გასვლით აქციებს.
2 აპრილს კლინიკის გუნდი უფასო კონსულტაციასა და კვლევებს ჩაატარებს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”.
წყვილები მიიღებენ რეპროდუქტოლოგის, უროლოგის, ონკო-გინეკოლოგის, ქირურგის კონსულტაციას. ჩატარდება ექოსკოპიური და ლაბორატორიული კველები.
მისამართი:
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინა”
ქ. ბათუმი, ფ. ხალვაშის გამზირი, N237
გთხოვთ, ჩაეწეროთ წინასწარ:
(+995) 544 44 83 43