21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
ამ დღის წლევანდელი გზავნილია „ჩვენთან ერთად, არა ჩვენთვის“.
2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
5 ფაქტი დაუნის სინდრომის შესახებ:
• დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
• დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
• დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
• დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
• დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.