ექთნის საერთაშორისო დღე
"შეუფასებელია თქვენი ღვაწლი. ექთნები არიან ანგელოზები დედამიწაზე"
12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა. ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში დასაქმებულ ექთნებს პროფესიული დღე გენერალური დირექტორის მ.შ. ნინო ქაჯაიამ და კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ მიულოცეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ექთნების როლს სამედიცინო სფეროში და პაციენტების გაჯანმრთელების პროცესში. ნინო ქაჯაიამ და ჯუმბერ უნგიაძემ ამ პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ექთნებს მადლობა გადაუხადეს.
ექთანთა საერთაშორისო დღეს საფუძველი 1974 წელს ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით ჩაეყარა და სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაიტინგეილის, თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებლის დაბადების დღეს. ფლორენს ნაიტინგეილმა 1860 წელს ლონდონში, წმ. ტომასის სახელობის საავადმყოფოში გახსნა პირველი სკოლა ექთნებისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყირიმის ომის დროს მედდებისათვის ტრენინგების ჩატარებით, დაჭრილი სამხედროების ორგანიზებული მოვლის სისტემის ჩამოყალიბებით .