ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს

ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს. მისი ცხოვრება უსაზღვრო სიყვარულის, სიბრძნისა და თავდადებული მსახურების მაგალითი იყო, რომელიც თითოეულ ქართველს შეეხო.

თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში პატრიარქი იყო ჩვენი ქვეყნის სულიერი მამა – ადამიანი, რომლის სიტყვა, ლოცვა და სითბო ყოველთვის გვაძლევდა ძალას, იმედს და ნუგეშს რთულ წუთებში. მისი ღვაწლი ეკლესიის აღორძინებისთვის, სულიერი განათლების განვითარებისა და ჩვენი ეროვნული ღირებულებების დაცვისათვის საუკუნოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში.

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ გვქონდა პატივი მასთან პირადად შეხვედრის. მისი ლოცვა, თბილი სიტყვა და კურთხევა თითოეული ჩვენგანისთვის საჩუქარი იყო, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება.

გულწრფელად ვუსამძმრებთ სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.