“მედინა” ფონდ “იალქანის” ღონისძიების გენერალური სპონსორი
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ აგრძელებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მხარდაჭერას. ამჯერად ჩვენი კლინიკა ფონდ “იალქანის” საიუბილეო ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო.
ფონდს დაარსებიდან 6 წელი შეუსრულდა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ საანგარიშო ღონისძიება გამართა, რომელსაც ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალური დირექტორის მ.შ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კრიტიკული მედიცინის სრული პროფესორი, ნინო ქაჯაია, მეან გინეკოლოგები, ნათია ზამთარაძე, ხათუნა ჯორბენაძე და კლინიკის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
“მოხარული ვარ, რომ ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ არის საქველმოქმედო ფონდ „იალქანის“ მხარდამჭერი და დღევანდელი ღონისძიების გენერალური სპონსორი. ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასთვის“ ქველმოქმედება და გარკვეული სოციალური ჯგუფებისათვის დახმარება ყოველთვის იყო პრიორიტეტი და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ფონდი „იალქანი“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მეტად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ორგანიზაცია გაჭირვებაში მყოფი ბევრი ოჯახის დასაყრდენია. ვულოცავ „იალქანს“ დაარსებიდან 6 წელს, ვუსურვებ წარმატებს – ბევრი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის პროცესში. „მედინა“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყოველთვის იქნება ფონდის და მისი ბენეფიციარების მხარდამჭერი”,-განაცხადა ნინო ქაჯაიამ სიტყვით გამოსვლისას.
საქველმოქმედო ფონდმა “იალქანმა” ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ფონდის საპატიო წევრად აირჩია.