რჩევები ქალებს, რომლებიც უდიდესი ბედნიერებისთვის ემზადებიან

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მეან-გინეკოლოგი, ხათუნა სამნიძე.
💬 რჩევები ქალებს, რომლებიც უდიდესი ბედნიერებისთვის ემზადებიან
🤰🏼 რაზეა დამოკიდებული შვილოსნობა?
🤰🏼 რა უნდა იცოდეს ყველა ქალმა, ვინც დედობისთვის ემზადება?
🌸 ოვულაციის კალენდარი
ოვულაციის კალენდარი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ქალს ოვულაციის წინასწარ განსაზღვრაში, როდესაც დაორსულების ალბათობა ყველაზე მაღალია.
დღეისათვის არსებობს სხვადასხვა ინტერნეტგვერდები და აპლიკაციები, სადაც არის შემდეგი შეკითხვები:
• როდის იყო თქვენი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე?
• რამდენ ხანს გრძელდება თქვენი მენსტრუაციული ციკლი? (28-32 დღე)
სასურველია ყველა ქალმა აწარმოოს მენსტრუაციული კალენდარი – ყოველ თვეში ჩაინიშნოს მენსტრუაციის დაწყება და დასრულება. ეს ასევე საშუალებას იძლევა არ გამოგეპაროთ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.
🔸ოვულაციის დარღვევები
ოვულაციის ფუნქცის დარღვევებმა შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა, ან დაორსულების ალბათობის შემცირება.
🔸საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომი
PCOS წარმოადგენს ქალთა უნაყოფობის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს.
საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომისთვის დამახასიათებელია მენსტრუაციული ციკლის დარღვევები გადაცდენების სახით, გადიდებული საკვერცხეები მრავლობითი წვრილცისტური ჩანართებით და ჰიპერანდროგენია.
სხვა სიმპტომები: ინსულინრეზისტენტობა, სიმსუქნე, პათოლოგიური თმიანობა, აკნე და სხვა.
ამ პათოლოგიის დროს განვითარებული ჰორმონალური ცვლილებები იწვევს ოვულაციის დარღვევას – ანოვულაციას, რასაც შესაბამისად თან ახლავს უნაყოფობა.
🔸ჰიპოთალამური დისფუნქცია
ამ პათოლოგიის დროს დარღვეულია ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზირებელი ჰორმონების გამოყოფა. ეს სწორედ ის ჰორმონებია, რომლებიც არეგულირებენ მენსტრუაციულ ციკლს და ასტიმულირებენ ოვულაციას.
ჰიპოთალამური დისფუნქციის დროს დარღვეულია მენსტრუაციული ციკლი, ზოგჯერ აღინიშნება ამენორეა ( მენსტრუაციის არ არსებობა >6 თვეზე).
მიზეზები: გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა, სტრესი, სხეულის მასის მკვეთრი შემცირება, ანორექსია ან მოცულობითი წარმონაქმნი ჰიპოთალამუსის არეში.
🔸საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა
საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის დროს საკვერცხე ნაადრევად წყვეტს თავის ფუნქციას, რასაც თან ახლავს გონადოტროპინების მაღალი და ესტროგენების დაბალი მაჩვენებლები, ოლიგო-ამენორეა.
მიზეზი შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადებები, გენეტიკური დარღვევები ან გარემო ტოქსინები. ტიპიურად გვხვდება 40 წლამდე ასაკის ქალებში.
🔸ჰიპერპროლაქტინემია
ჰიპერპროლაქტინემიას განაპირობებს ჰიპოფიზიდან პროლაქტინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა.
ახასიათებს: მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გადაცდენების სახით, ზოგჯერ ამენორეა, შესაბამისად ანოვულაცია, გამონადენი ძუძუდან და უნაყოფობა.
ამ სიმპტომებიდან რომელიმე ერთის არსებობის დროსაც კი, აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან ავირიდოთ სამომავლო გართულებები.
🤰🏼 “მედინაში” დადექით აღრიცხვაზე ორსულთა პატრონაჟის სახელმწიფო პროგრამით და ისარგებლეთ 8 უფასო ვიზიტით.
დამატებითი ინფორმაციია იხილეთ: https://bit.ly/3EFxJsE
🏥 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
☎️ 0422 25 85 13
ჩვენ ვქმნით თქვენს ჯანმრთელობას!