საერთაშორისო ლაბორატორიული კვირეული 2023 დასრულდა
საერთაშორისო ლაბორატორიული კვირეული 2023 დასრულდა. საფინალო შეხვედრა თბილისში გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმებმა.
“ლაბორატორიული კვირეული 2023”-ში 40-ზე მეტი ლაბორატორია მონაწილეობდა. მათგან მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი მხოლოდ ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ლაბორატორიას გადაეცა.
“მედინას” კლინიკურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ კვირეული სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა, მათ შორის პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამი დღის განმავლობაში უფასოდ ჩაეტარებინათ სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი.