თანამშრომლობა უროლოგიის ეროვნულ ცენტრთან
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასა“ და „ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანს უროლოგიური სერვისების საჭიროების მქონე პაციენტებისათვის თანამედროვე, ოპერატიული, ხელმისაწვდომი, მაღალტექნოლოგიური და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებით და გაიდლაინებით.
დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ და უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალუმა დირქტორმა, გიორგი მანაგაძემ მოაწერეს.
„ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ მატერიალურ ტექნიკური ბაზა უზრუნვეყოფს ნებისმიერი დონის უროლოგიური კვლევისა და სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას. დედაქალაქიდან მოწვეული სპეციალიტები ჩვენი კლინიკის უროლოგებთან ერთად პერნამენტულად იმუშავებენ კლინიკაში, ჩაატარებენ ერთობლივ კონსულტაციებსა და ოპერაციებს. პაციენტს სამედიცინო მომსახურების მისაღებად აღარ მოუწევს რეგიონიდან გასვლა. მათ ადგილზე მიეწოდებათ ყველა სახის სამედიცინო სერვისი“, – აღნიშნა „მედინას“ კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა, ჯუმბერ უნგიაძემ.
„მედინასა“ და უროლოგიის ცენტრს შორის იწყება საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ჩვენი კლინიკა წამყვანი დაწესებულებაა მთელ რეგიონში და მოიცავს უროლოგიური დაავადებების მკრნალობის სრულ სპექტრს, ასევე წამატებული და მაღალტექნოლოგიური კლინიკაა „მედინა“ რომელთანაც დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ, თუმცა ამ მემორანდუმით ჩვენ თანამშრომლობას ახალ სიცოცხლეს ვძენთ“, – აღნიშანა უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა, გიორგი მანაგაძემ.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმება მოიცავს – პაციენტების ერთობლივ მიღება-კონსულტირებას, მათ შორის ონლაინ კონსულტაციების გაცემას, ერთობლივი ოპერაციების ჩატარებას, მძიმე პაციენტების რეფერალურ გადაყვანას კლინიკა “მედინადან” უროლოგიის ცენტრში და პირიქით, უროლოგიის ცენტრიდან პაციენტების მიღებას კლინიკა “მედინაში”, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების მოწყობას, პაციენტების სამედიცინო თვალაზრისით განსაკუთრებული, საინტერესო შემთხვევების ერთობლივ განხილვას.