უფასო სამედიცინო აქცია მაჭახლის ხეობაში
22 მაისს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ წამყვანი სპეციალისტები #მაჭახლის_ხეობის სოფელ აღმართის ამბულატორიაში ჩაატარებენ უფასო კონსულტაციასა და კვლევებს.
უფასო სამედიცინო აქციით სარგებლობა შეუძლია, მაჭახლის ხეობაში მცოვრებ მოსახლეობას.
პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ:
კარდიოლოგი
ნევროლოგი
მეან-გინეკოლოგი
უროლოგი
ქირურგი
თერაპევტი
ტრავმატოლოგი
ენდოკრინოლოგი
ოტორინოლარინგოლოგი
პაციენტებს საშულება ექნებათ ჩაიტარონ შემდეგი ინსტრუმენტული კვლევები:
ექოსკოპია
ელექტროკარდიოგრაფია
გლუკოზის განსაზღვრა სისხლში
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს გაეწევათ პირველადი სამედიცინო დახმარება.
სამედიცინო აქცია გაიმართება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი/ Khelvachauri Municipality-ის მერიის მხარდაჭერით.
მისამართი:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახლის ხეობა, სოფელ აღმართის ამბულატორია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 577 13 73 04