17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა
👩⚕️👨⚕️ წარმოგიდგენთ ბავშვთა რეანიმაციული სამსახურის გუნდს, რომლებიც 24/7-ზე ზრუნავენ ბავშვების ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ განყოფილებაში მიმდინარეობს დღენაკლული და სხვა პრობლემების მქონე ახალშობილების #გამოზრდა და #განვითარების მეთვალყურეობა.
🏥👶 „მედინას” ახალშობილთა რეანიმაციას ხელმძღვანელობს ნეონატოლოგი #ნატო #გორგაძე. მასთან ერთად ახალშობილთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან კვალიფიციური ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგები და კლინიკის სხვა პროფილის ექიმები.
რეანიმაცია აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ახალშობილთა პათოლოგიების და ღრმა დღენაკლული ახალშობილების მართვის.
“მედინას” დედათა და ახალშობილთა მოვლის სუბსპეციალიზებული, ყველაზე მაღალი, მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვს მინიჭებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.
დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე პირველად 2011 წელს აღინიშნა.
2022 წელს დღენაკლ ბავშვთა მსოფლიო დღის თემაა: მშობლის ჩახუტება: მძლავრი თერაპია. დაიწყეთ კანით კანთან კონტაქტი დაბადების მომენტიდან.
დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ორსულობის მართვა ისე, რომ მოხდეს მისი სრულ ვადამდე მიყვანა. შესწავლილია რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნაადრევ მშობიარობაზე – ნაადრევი მშობიარობა ანამნეზში, ქალის დაბალი წონა, სიმსუქნე, დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი და სხვ. რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოებას.