სიახლე, მუცლის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
📣 სიახლე, მუცლის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”.
💠 კვლევა ტარდება “მედინას” უახლესი თაობის, ულტრათანამედროვე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფით. აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით, კვლევის უახლესი რეჟიმებით. გამოირჩევა კვლევის სისწრაფით და გამოსახულების მაღალი ხარისხით.
მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა ითვალისწინებს მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების, პანკრეასის, თირკმელების, ელენთის, მაგისტრალური სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების) დიაგნოსტიკას უკონტრასტო და დინამიური კონტრასტული გაძლიერებით.
გამოკვლევის ეს მეთოდი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არ საჭიროებს დამატებით ჩარევას და არ შეიცავს მაიონიზირებელ გამოსხივებას.
კვლევა გრძელდება 20 – 30 წუთი. ხასიათდება მაღალი სიზუსტით. უზრუნველყოფს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ზუსტ მონიტორინგს.
✔️ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევის ეს მეთოდი მნიშვნელოვანია:
🔹 ღვიძლის კეროვანი და დიფუზური დაავადებების დროს
🔹 ღვიძლის ანთებითი და პარაზიტული დაავადებების დროს
🔹 ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების უკონტრასტო ქოლანგიო პანკრეატოგრაფიის ჩატარებისას და წარმოადგენს არაინვაზიური გართულებებისაგან დაზღვეულ ზუსტ მეთოდს
🔹 მექანიკური სიყვითლის სადიაგნოსტკოდ
პანკრეასის ანთებისა და სიმსივნური დაზიანებების, ასევე ამ უკანასკნელის ადგილობრივი გავრცელების განსაზღვრისთვის
🔹 ელენთის ანატომიური ცვლილებების სადიაგნოსტიკოდ
🔹 თირკმლის ქრონიკული და კეროვანი დაზიანებების სადიაგნოსტიკოდ
🔹 ლიმფური კოლექტორის, ბადექონისა და პერიტონიუმის ანატომიური ცვლილებების დასადგენად და მონიტორინგისთვის
🔹 რეტროპერიტონიული წარმონაქმნების გამოვლენისა და მათ ხასიათზე მაღალი სიზუსტით მსჯელობისთვის.
🌐 იხილეთ, ვის შეუძლია კვლევა ჩაიტაროს სახელმწიფო დაფინანსებით: ⏩ https://medina.ge/mrt-kvlevebi-90-100-ani-daphinanse/
🏥 ვიზიტის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
☎️ 0422 25 85 13
ℹ️ მისამართი:
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237
🏥 ჯანმრთეობის ცენტრი „მედინა“
ჩვენ ვქმნით თქვენს ჯანმრთელობას!