ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში” დაიწყო ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი.
სკრინინგის მიზანია, თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დროული აღმოჩენა და განვითარების დარღვევების შეუქცევადი პროცესების თავიდან აცილება.
კვლევა მოიცავს, 0-1 თვის ასაკის ახალშობილის სკრინინგს 35-ზე მეტ დაავადებაზე.
სკრინინგის დადებითი პასუხის შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად ხდება კონფირმაციული კვლევის ჩატარება.
ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი ტარდება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, აჭარაში რეგისტრირებული 0-1 თვის ახალშობილებისთვის.
მეტაბოლური სკრინინგის კვლევას ატარებს ახალშობილთა უფროსი მედდა, ქეთი კუნჭულია.