უფასო სამედიცინო აქცია
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინასა” და ი. ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტს (ხელმძღვანელი პროფესორ არჩილ ხომასურიძე) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდა ორდღიანი უფასო სამედიცინო აქცია.
აქციის ფარგლებში ექიმმა რეპროდუქტოლოგმა, მეან- გინეკოლოგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა – ლუდა ბარბაქაძემ “მედინას” ექიმებთან ერთად პაციენტებს უფასო კონსულტაცია და კვლევები შესთავაზა.
მომსახურება გაეწიათ პაციენტებს, რომელთაც აწუხებდათ ან ესაჭიროებოდათ:
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა
- ინ ვიტრო განაყოფიერება
- საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია
- გინეკოლოგიური-ენდოკრინოლოგია
- კლიმაქტერული სინდრომი
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
- თვითნებითი აბორტები.