კორონაროგრაფია 3D გამოსახულებით

კორონაროგრაფია გულის სისხლძარღვების დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდია. ამ დროს რენტგენის სხივების დახმარებით ირკვევა გულის მკვებავი კორონარული არტერიების შევიწროების ადგილი და ხარისხი.

ტექნიკური აღჭურვა

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ პროცედურა ტარდება უახლესი თაობის SIEMENS G – 1241 Artis Q – აპარატის მეშვეობით. აპარატს გააჩნია სხვადასხვა უპირატესობა. მისი მეშვეობით შესაძლლებელი როგორც კორონოგრაფიის, ასევე პერიფერიული სისხლძარღვებისა და თავის ტვინის სისხძარღვების კვლევა 3D გამოსახულებით.


კორონაროგრაფის ჩატარება რეკომენდებული მაშინ, როცა ადამიანს დასმული აქვს გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი, (სტენოკარდიული ცვლილების დროს) გადატანილი აქვს ინფარქტი ან აქვს სტენოკარდია – ინფარქტის შემდგომი, გართულებული ან იმ ტიპის, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება.

ვინ ატარებს კვლევას


ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” აღნიშნულ პროცედურას ატარებს გადაუდებელი და ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი მარგველაშვილი.


დიმიტრი მარგველაშვილს პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში საქმიანობდა უცხოეთის სხვადასხვა კლინიკაში. ჩატარებული აქვს კორონაროგრაფის 20 000-მდე პროცედურა.

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“ პიონერი იყო ინვაზიურ კარდიოლოგიაში, სწორედაც პირველი აჭარაში კლინიკა „მედინაში“ დაიწყო კორონაროგრაფია სტენტირების პროცედურები.