“მედინას” სისხლის ბანკი 10 წლისაა
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” სისხლის ბანკი 10 წლისაა.
განყოფილების თანამშრომლებს სისხლის ბანკის დაარსების 10 წლისთავი კლინიკის ადმინისტრაციის ხემძღვანელებმა, გენერალური დირექტორის მ/შ, ნინო ქაჯაიამ და კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ მიულოცეს. მათ გაწეული საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
“მედინას” სისხლის ბანკი აღიჭურვა უახლესი ტექნიკით, მათ შორის აფერეზის უახლესი აპარატით, რომლის მეშვეობით მზადდება თრომბოკონცენტრატები.
თრომბოკონცენტრატები გამოიყენება თრომბოციტოპენიით დაავადებულ პაციენტებში. თრომბოციტოპენიას კი იწვევს ისეთი დაავადებები, როგორიცაა:
🔸 ლეიკემია
🔸 ანემია
🔸 C ჰეპატიტი ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
🔸 ქიმიოთერაპიული მედიკამენტები
🔸 ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
🔸 ელენთის პათოლოგიები
🔸 აუტოიმუნური სისტემური დაავადებები
🔸 სისხლის ინფექცია
🔸 თრომბოციტოპენიური პურპურა
🔸 ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი.
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” სისხლის ბანკის სამედიცინო პერსონალს გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები ტრანსფუზიოლოგიაში და ფლობენ სათანადო სერტიფიკატსა და ცნობებს სპეციალიზაციის შესახებ.
სისხლის ბანკი სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო საქმიანობის სანებართვო ლიცენზიისათვის საჭირო აპარატურით და დამატებით გააჩნია აფერეზული მეთოდით თრომბოკონცენტრატის მოსამზადებელი აპარატი.
სისხლის ბანკში მზადდება სისხლის კომპონენტები: ერითრომასა, ახლად გაყინული პლაზმა, თრომბომასა. აქ დამზადებული სისხლის კომპონენტებით მარაგდება ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”, ასევე აჭარის რეგიონის და რეგიონს გარეთ სხვა სამედიცინო დაწესებულები.
ამასთან დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენს ბანკში არსებული ე.წ. აფერეზის აპარატით – TRIMA ხდება ერთი დონორისაგან იმდენი თრომბოკონცეტრატის მომზადება, რომლის უჯრედული შემადგენლობა უდრის 12–16 დონორისაგან დამზადებულ თრომბომასას და ეფექტურია თრომბოციტოპენიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.
სისხლის ლაბორატორიული კვლევა ტარდება:
▶️ ბე და ცე ჰეპატიტის ვირუსებზე,
▶️ შიდსის ვირუსზე და სიფილის გამომწვევზე
უახლესი მეთოდებითა და აპარატურით მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ.
სისხლის ბანკი მონაწილეობს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამისად ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას პერიოდულად უტარდება ხარისხის გარე კონტროლი მაღალკვალიფიციური საერთაშორისოდ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ.