მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა / Medina ჩაერთო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალ პროგრამაში – მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის.

პროგრამის ფარგლებში, ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვისა და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების მიზნით, ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს ჩაუტარდებათ სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქტიული გაკვეთილი.

პროგრამის მოსარგებლეა ჭარაში რეგისტრირებული ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მონაწილე ორსული (ან მისი მეუღლე) რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. ასევე თუ ორსული ან მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე.

🏥 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
☎️ 0422 25 85 13
🌐 www.medina.ge

ℹ️ მისამართი:
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237