დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საპილოტე პროგრამა
აჭარაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით საპილოტე პროგრამის განხორციელება იწყება
პროგრამას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო JICA-სთან ერთად ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”.
გეგმის თანახმად შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია. ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.