
მაჭახლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმებმა უფასო სამედიცინო კონსულტაცია და კვლევები მაჭახლის ხეობის მოსახლეობას ჩაუტარეს. აქციის ფარგლებში მომსახურება 100-ზე მეტ პაციენტს გაეწია. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლა კარდიოლოგის, ნევროლოგის, მეან-გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის, თერაპევტის, ტრავმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ოტორინოლარინგოლოგის მომსახურებით. აქციის ფარლებში ჩატარდა ინსტრუმენტული კვლევები – ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ასევე გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით
Read more


