მაჭახლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმებმა უფასო სამედიცინო კონსულტაცია და კვლევები მაჭახლის ხეობის მოსახლეობას ჩაუტარეს.
აქციის ფარგლებში მომსახურება 100-ზე მეტ პაციენტს გაეწია. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლა კარდიოლოგის, ნევროლოგის, მეან-გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის, თერაპევტის, ტრავმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ოტორინოლარინგოლოგის მომსახურებით.
აქციის ფარლებში ჩატარდა ინსტრუმენტული კვლევები – ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ასევე გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.